Tuesday, 15 January 2019

წმიდა ნინოს ცხოვრების გზა

27 იანვარს წმიდა ნინოს მიცვალების დღე აღინიშნება. იგი დაკრძალულია, მის მიერვე მითითებულ ადგილას, დღევანდელ ბოდბეში, ანუ ბოდინის ჭალაში.
წმიდა ნინოს ცხოვრების შესახებ “ამბიონს” ესაუბრა, კუკიის წმიდა ნინოს ტაძრის მღვდელმსახური, არჩილ ხაჩიძე.
მამა არჩილი: “ქართველებისათვის, ტრადიციულად, დამახასიათებელია ქალებისადმი განსაკუთრებული პატივისცემა. ქალისადმი პატივისცემა არ უნდა გავიგოთ, მხოლოდ ფორმალური რევერანსებით. ბუნებრივია, ეს იყო კარგად ორგანიზებული, საზოგადოებრივი სისტემა, სადაც ყველა ქალმაც და ბავშვმაც, შესანიშნავად იცოდა, ვის რა მოვალეობა და ადგილი ჰქონდა. ძალიან ბევრი ეთნოლოგი და მოაზროვნე ადასტურებს ქართველების განსაკუთრებულ პატივისცემას ქალებისადმი. ოღონდ, არ უნდა მივიჩემოთ, რომ მარტო ქართველებმა ვიცით ქალების პატივისცემა.
ყველა ძველ ტრადიციაში და ძველ კულტურაში, ქალი, როგორც ახალი სიცოცხლის საწყისი, სხვაგვარად პატივდებული გახლდათ. მაგრამ მაინც რაღაცით გამოირჩევა ქართველების ქალისადმი პატივისცემა. ბევრი სოციოლოგისა და ეთნოლოგის აზრით, ამის ერთ-ერთი მიზეზია, ის რაც ერმა და ხალხმა მტკიცედ გაითავისა, – ერთი ის რომ საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნად ითვლება და მეორე, ის რომ ჩვენი ხელახლა მომაქცეველი არის ქალი – წმიდა ნინო.
მამაო, წმიდა ნინოს ცხოვრების შესახებ გვიამბეთ…
წმიდა ნინო წარმოშობით, კაბადოკიიდან იყო. არსებობს საკმაოდ საფუძვლიანი მოსაზრებები და ცნობები, რომ იგი წმ. გიორგის ახლო ნათესავი გახლდათ. ისინი დაახლოებით ერთ პერიოდში მოღვაწეობდნენ. წმიდა გიორგი მე-4 საუკუნის დასაწყისში, ძალიან ახალგაზრდა ეწამა და წმიდა ნინოც დაახლოებით ამ პერიოდში დაიბადა, რადგანაც 316-318 წლებისთვის, იგი აღსაზრდელად სარა ნიაფორს მიბარდა. წმიდა ნინოს მამა ძალიან წარჩინებული სამხედრო მოღვაწე იყო, ხოლო დედა – სუსანა, ზაბულონის მეუღლე, იერუსალიმის მაშინდელი პატრიარქის, იუბენალის ღვიძლი და გახლდათ. წმიდა ნინო ასეთ წარჩინებულ გარემოში დაიბადა და აღიზარდა. იგი ბავშვობიდანვე გამორჩეული იყო. წმიდანი 12 წლის იყო, როდესაც მამამისი ზაბულონი მთლიანად თავს ანებებს ყველანაირ საერო მოღვაწეობას, ისტუმრებს ყოველგვარ სამოქალაქო ვალს და მიდის პალესტინის უდაბნოში, უამრავი სხვა მოღვაწის მსგავსად, რათა უფალს მიუძღვნას, მთელი თავისი ერთგული მოღვაწეობა. დედა სუსანა იერუსალიმის ეკლესიის ერთ-ერთი დიაკონის დამხმარე ხდება და ზრუნავს ქვრივ-ობლებზე, ეხმარება იერუსალიმის ეკლესიის საზოგადოებრივ-სოციალურ მსახურებათა ფუნქციონირებას. წმ.ნინოს ბიძა იუბენალი, აღსაზრდელად სარა ნიაფორს მიაბარებს, რომელიც მას დიდი ყურადღებით ზრდის, 3 წლის განმავლობაში, 12-დან-15 წლამდე. წმ. ნინო მასთან იზრდება. მისგან ისმენს უამრავ მოთხრობას. ბუნებრივია, რაც ისედაც პირდაპირი გადაცემის გზით იქნებოდა შენარჩუნებული, იერუსალიმის ეკლესიაში.
მაცხოვარმა სწორედ აქ იმოღვაწევა, მით უმეტეს, ამ დროს იერუსალიმის მიმართ განსაკუთრებით მახვილდება ყურადღება. მას შემდეგ რაც წმ. კონსტანტინე დიდმა, მოციქულთა სწორმა იმპერატორმა დაიწყო იერუსალიმის განახლება, როგორც ქალაქის. რადგან იერუსალიმის დანგრევისას, რომაელებმა ის მთლიანად გადახნეს და დაარბიეს, მარტო ერთი ცნობილი კედელი, გოდორის კედელი დატოვეს, თავიანთი ტრიუმფის აღსანიშნავად. ამ ადგილს სახელიც გადარქმეული ჰქონდა და ელია-კაპიტოლია ერქვა, ძალიან პატარა ადგილი იყო, სადაც დასახლება აკრძალულიყო.
იერუსალიმი რომაელებმა ისევე გადახნეს, როგორც თავის დროზე კართაგენი. უშუალოდ რომის სენატის ნებართვის გარეშე იქ ვერაფერი აშენდებოდა.
იერუსალიმი, მიწასთან გასწორებული იყო, ფაქტობრივად, აღარც არსებობდა. სახელიც კი, ელია-კაპიტოლია ერქვა და მთავარ ქალაქს წარმოადგენდა კესარია, პალესტინის.
მას შემდეგ, რაც სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის აღიარება იწყება, ბუნებრივია, თავისუფლება ენიჭებათ მქადაგებლებს, იურიდიული უფლებები უბრუნდებათ, ზოგან ხელახლა ენიჭებათ. ეკლესიას ქონების ფლობის უფლება ეძლევა.
ამის შემდეგ განსაკუთრებული ყურდღება ექცევა იერუსალიმს, როგორც წმიდა ქალაქს.სწორედ ამ დროს გააგზავნეს დედოფალი ელენე, თავად კონსტანტინე მეფის დავალებით, მაცხოვრის ცხოველისმყოფელი ჯვრის მოსაძიებლად. ეს შედარებით მოგვიანებითი პერიოდია (327 წელი, მე-4 საუკუნე). იწყება იერუსალიმის ხელახლა დაბადება.
უამრავი ცნობა ესმოდა წმ. ნინოს მაცხოვრის მოღვაწეობაზე, კეთილმორწმუნე ქალბატონისაგან. სწორედ სარასგან გაიგო, უკერველი, ღვთისმშობლის მიერ მოქსოვილი კვართის შესახებ (უკერველი ნიშნავს, რომ ნაკერი არ ჰქონდა საერთოდ). რომელიც რომაელმა ჯარისკაცებმა თავის დროზე ერთმანეთში გაიყვეს. ის ერთ-ერთ რომაელს შეხვდა. ლონგინოს კარსნელმა და ელიოს მცხეთელმა ჩამოიტანეს საქართველოში. მას შემდეგ, რაც სიდონიამ გულში ჩაიკრა ეს კვართი და მასთან ერთად მიიცვალა, დაკრძალეს დღევანდელი სვეტიცხოვლის ადგილას.
ამ კვართის ისტორია მოისმინა წმ.ნინომ. ბუნებრივია, კვართი ყველაზე დიდი სიმდიდრეა, რაც დედამიწაზე მაცხოვრისგან დარჩა. გარდა ამისა, კიდევ უამრავი სიწმინდეა, რომელსაც მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია იცავდა. სამსჭვალი, შუბი, ნახევრად მითიური თასი, რომელსაც მთელი შუა საუკუნეები ეძებდნენ.
ერთი, რაც ასევე უდიდესი სიწმინდეა არის ეკლის გვირგვინი, რომელიც პარიზის ღვთისმშობლის ტაძარშია დაცული და ერთი მაცხოვრის კვართი, რომელიც არის უდიდესი სიწმინდე, რაც საქრისტიანოს დარჩა მაცხოვრისგან, დედამიწაზე მისი ხორციელი ამაღლების შემდეგ.
წმ. ნინო წლების განმავლობაში მთელი გულით ლოცულობდა, რომ უფალს ღირსი გაეხადა, ამ კვართის ხილვისა და მართლაც, რაღაც პერიოდის შემდგომ ბიძამ მისცა ლოცვა-კურთხევა და ნება დართო საქართველოში ჩამოსულიყო. წმ. ნინომ საკმაოდ რთული გზა გამოიარა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წმ. ნინოს ცხოვრებაში ჩართულია და ზოგადად კავშირშია, დღევანდელი სომხეთის ეკლესიაზე წამებული 50 ქალწულის ისტორია, რომლებიც იმპერატორ დიოკლიტიანეს მიერ იდევნებოდნენ. თუმცა ეს ქრონოლოგიურად ერთამენეთს დაცილებული ამბებია და ამის პირობითად დაშვება შეიძლება. ეს ჯერჯერობით კვლევა-ძიების საგანია. წმ. ნინოს ცხოვრებაში, რომელიც “ქართლის ცხოვრებაშია” დაცული, აღწერილია, რომ ერთად იმგზავრეს, რაღაც პერიოდი რიფსიმემ, გაიანემ, 50 ქალწულმა და წმ. ნინომ, როდესაც სომეხი მეფის ბრძანებით ისინი საშინლად აწამეს და დახოცეს. მათ კისრები გაუპეს და იქიდან ამოაცალეს ენა.
ამ დროს წმ. ნინო ველური ვარდის ანუ ასკილის ბუჩქს შეეფარა. ღვთისმშობლის განგებით იგი ღრუბელმა დაიფარა და გადარჩა, რადგან მას სულ სხვა კურთხევა ჰქონდა, მას იერუსალიმში ღვთისმშობელი გამოეცხადა და საქართველოში მაცხოვრის სწავლება უნდა ექადაგა.
წმ. ნინო ჩამოდის საქართველოში, შემოდის ჯავახეთის გზით, ფარავნის ტბას გამოივლის, შეხვდება მწყემსი და შემდგომ ჩამოდის უკვე ცენტრალურ საქართველოში. ურბნისში შემოდის, სადაც ხვდება ხალხის უზარმაზარ რაოდენობას, რომლებიც მცხეთაში წამოსასვლელად ემზადებიან. წამოსვლის მიზეზები იყო ის, რომ ახლოვდებოდა იმ წლის კერპისადმი მიძღვნილი დღესასწაული, რომელთაც ერქვათ გაცი, გაემი და არმაზის კერპები. ამ კერპების თაყვანსაცემად მიდიოდნენ მცხეთაში.
წმ. ნინომ იხილა რა ეს საშინელება, არანორმალური კერპთაყვანისმცემლობა, ილოცა ღვთის წინაშე, რათა ღმერთს ისინი გაეთავისუფლებინა. წმ. ნინოს პარაკლისშიც ზუსტად ეს არის აღწერილი: “მოირბინენ ყოველი კიდენი ქართლისანი და ყველგან მოსრნენ კერპთა ნაკვალევი.”
წმ. ნინომ ილოცა, საშინელი ჭექა-ქუხილი ატყდა, კერპები დაიფშვნა და ხალხი მიმოიფანტა. წმიდანი მკვიდრდება დღევანდელი სამთავროსა და სვეტიცხოვლის შუაში, ეს იყო სამეფო ბაღი, “სამოთხე”. იქიდან იწყებს წმ. ნინო მოღვაწეობას. საქართველოში უკვე არსებობდა ერთგვარი ქრისტიანული თემიც, რადგან ის პირველი ებრაელები, რომლებმაც მაცხოვრის კვართი ჩამოიტანეს, კეთილ იუწყებთ მაცხოვრის შესახებ, მით უმეტეს, რომ წმ. ნინო თანამომაგრეა, რაც თანამებრძოლობას ნიშნავს. საქართველოში უკვე ჩაგდებული იყო მარცვალი, მოციქულებმა იქადაგეს, ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონ კანანელმა, მატათამ და სხვებმა. ბუნებრივია, რომ წმ. ნინო არის განმაახლებელი და ხელახლა მქადაგებელი და ამიტომ ეწოდება მას მოციქულთა სწორი. მან მას შემდგომ იქადაგა, რაც მაღალ დონეზე დაუკავშირდა თემს და გაეცნო ქართულ გარემოს. მისი ლოცვით არაერთი სასწაულებრივი კურნება აღესრულა.
ამავე პერიოდში მოხდა ცნობილი ფაქტი: დედოფალი ნანა დაავადდა – მირიან მეფის მეუღლე და მხოლოდ წმიდა ნინოს ლოცვამ გამოხსნა. თუმცა, მეფე მირიანი სკეპტიკურად იყო განწყობილი ამ რაღაც უცხო რელიგიის მიმართ. მას განზრახული ჰქონდა, რომ დევნა გამოეცხადებინა უცნაური რელიგიისთვის, რომელიც ძალას იკრეფდა და დაიფიცა, როცა ნადირობიდან დაბრუნდებოდა ძალიან მწარედ ანანებდა ყველა ამ თემის მხარდაჭერს. ღვთის განგებით მოხდა უდიდესი სასწაული, მირიან მეფე როდესაც სანადიროდ მიდიოდა, მხოლოდ მას დაუბნელდა მზე. თვალები დაებინდა და ეს გახდა მისი მოქცევის მიზეზი. მან ილოცა ყველა ცნობილი კერპისადმი და როცა ვერავინ, ვერაფრით დაეხმარა, მაშინ თქვა: ნინოს ღმერთო, ვინც ხარ, რაც ხარ, თუ ეხლა შენ მე თვალებს ამიხელ, ყველანაირად ვიქნები შენი რელიგიის მხარდამჭერი და ხელისშემწყობიო. მართლაც, მას თვალები აეხილა.
წმ. ნინოს ღვაწლით შენდება სამთავროს მონასტერი, შემდეგ სვეტიცხოველი, რომელიც თავიდან ხის იყო, შემდგომ რამდენჯერმე გადაკეთდა, დღევანდელი სვეტიცხოვლის სახე, შეიძლება მე-20 საუკუნეს დავუკავშიროთ. თუმცა გუმბათი მე-15-16 საუკუნის შემდეგ არის აღდგენილი. ძალიან ორიგინალურად არის არქიტექტურულად მიერთებული, ძველ სხეულს. საერთოდ, კი მე-11 საუკუნეში მოხდა ამ ტაძრის აშენება, მელქისედეკ პირველ კათოლიკოსის დროს. სვეტიცხოველი კი იმიტომ ეწოდა, რომ ამ ადგილას ის ხე იზრდებოდა, რომელიც წმ. სიდონიას საფლავზე ამოვიდა, მას მაკურნებელი თვისებები გააჩნდა. ტაძრის მშენებლობა, როდესაც დაიწყეს ეს ხეც მოჭრეს და ტაძრის ასაშენებელ რიგით სვეტად მოამზადეს. თუმცა მშენებლებმა ვერაფრით ვერ დაძრეს ადგილიდან. წმ. ნინოს ლოცვით ამ სვეტის დაძვრა სასწაულებრივად მოხდა. უამრავმა ადამიანმა იხილა სასწაული. ზეცაში ჯვარი გამოისახა და ეს სვეტი ანგელოზების მიერ ამაღლდა და ძველ ადგილას დააბრუნეს.
სვეტის ამაღლების პერიოდში მხოლოდ წმ. ნინო ხედავს თითქოს მტკვარი და არაგვი ადიდდა და ყველაფერი წალეკა. მიუხედავად ამისა, წმიდანი ლოცვას მაინც არ წყვეტს. ეს იყო კეთილი ჩვენება, რომ ამიერიდან განიბანა ხალხი იმ სარწმუნოებით, რაც თავის დროზე მოციქულებმა მოიტანეს და შემდგომ წმ. ნინომ განაახლა. მდინარეებმა განბანეს ის ბიწიერება, რაც თავის დროზე კერპთაყვანისმცემლობამ დანერგა. ეს ხილვა მხოლოდ წმ. ნინოსთვის იყო და არა – ყველასთვის. ამის შემდგომ ხდება კონსტანტინეპოლიდან სასულიერო პირების მოწვევა, ჩამოდიან მღვდლები და იწყება საერთო ნათლობა.


Wednesday, 9 January 2019

ქართული სამზარეულო

ქართული სამზარეულო — კულინარიის სტილი, რომელიც საქართველოდან მომდინარეობს და ქვეყანაში საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა. საგრძნობი განსხვავებაა ქვეყნის რეგიონულ სამზარეულოებს შორის. აღმოსავლეთ საქართველოში ხორცის, ღვინის, პურეულისა და ცხოველური ცხიმების სიჭარბე შეინიშნება, დასავლეთ საქართველოს სამზარეულო კი ნიგვზითა და წიწაკით შეზავებული საწებლების, მხალეულის და რძის პროდუქტების კერძებით გამოირჩევა. საქართველო ღვინის სამშობლოა, აქ ვაზი თითქმის ყველგან ხარობს, ქართულ ღვინოს ქვევრში აყენებენ.                                                                                                                               აჭარული სამზარეულო ყველაზე მრავალფეროვანია, იგი ფერთა მთელი პალიტრაა. აქ ერთმანეთშია შერწყმული მთის ხისტი და ზღვისპირეთის ნაზი არომატები. აჭარული სამზარეულო განიცდის თურქული კულინარიის კულტურულ ზეგავლენას. აჭარული ტკბილეულებია: ბაქლავა და შაქარლამა. მთიანი აჭარის სამზარეულოში რძის პროდუქტები ჭარბობს, იგი უფრო ცხიმიანი და მძიმეა. ცნობილია აჭარული ზღვისპირეთის: უცხო სუნელი, ხმელი ქინძი და წიწაკა. თუმცა ყველაზე პოპულარული აჭარული კერძები არიან: ბორანო (დაჭრილი ყველი, ერბოთი მოხრაკული ტაფაზე), ჩირბული(კვერცხითა და ნიგვზით მომზადებული საუზმე), ხავიწი (სიმინდის მოხარშული ღერღილი, ბლომად ერბო ჩართული), ყაიმაღი და სინორი (ნადუღითა და უფუარი ცომის ხმელი ფირფიტებით მომზადებული კერძი). აჭარული სამზარეულოსათვის დამახასიათებელია ერბოს ყველაფერში დიდი პორციებით ხმარება. აჭარული სამზარეულო ასევე გამოირჩევა რძის სხვა პროდუქტებითაც, რადგანაც აჭარის მოსახლეობის ძირითად საქმიანობას მეცხოველეობა წარმოადგენდა.
თავდაპირველად ახალმოწველილ რძეს ორ დღეს აჩერებენ, რომ ყაიმაღი (ნაღები) მოიგდოს. მოხდილ ყაიმაღს სდღვებავენ, სანამ კარაქს არ გამოაცლიან. კარაქ-მოხდილ ყაიმაღს ადუღებენ და ცოტა ერბოს იქიდანაც მოხდიან. რაც დარჩება, იმას მარილს ურთავენ და გააცივებენ. გაციებული მასალა სქელდება და მისგან, ხელის გულის სიფართე კვერეულებს აკეთებენ, დააკრავენ ყავარზე და მზეზე აშრობენ. მიღებულ კერძს ყურუთი ჰქვია. ყურუთს მჭადს ატანენ ყველის მაგივრად ხოლმე. ზოგი მეოჯახე შრატს ადუღებს, იქედან ჩოროთანს (ხაჭოს) იღებს. ამ ჩოროთანს პარკში ასხამენ, შიგ ერბოს ნადუღარს ჩაურთავენ. ზოგი ყაიმაღს ამატებს, რომლისაგანაც გამოდით საბოლოო პროდუქტი ყურუთი. ზოგი ყაიმაღის მოხდის შემდეგ რძეს შეადედებს და აკეთდებს ყველს. აქაური ყველი თუშურს ჰგავს. კარაქს მაწვნისასაც აკეთებენ. დოს აირანს ეძახიან და მისგან შეჭამანდს აკეთებენ, როგორც ქართლ-კახეთში. მაწონს აჭარაში ძირითადად ცხვრის რძისგან აკეთებდნენ[1].                          მეგრულის მსგავსად აფხაზური სამზარეულოც მდიდარია ნაირგვარი საწებლით, ნიგვზითა და წიწაკით შეზავებული კერძებით. აფხაზეთში ყოველდღიური საჭმელია აბისტა - სიმინდის ფქვილის ფაფა, რომელსაც ლობიოსთან, ყველთან და ხორცთან ერთად მიირთმევენ. აფხაზური ტრადიციული კერძებია: აშვჩაპანი(გადაზელილი ყველი), არიცვმგელი(ნიგვზიანი მჭადი), აყრდცა(ლობიოს შეჭამანდი) და სხვა.                                                                                                                                       მეგრულის მსგავსად აფხაზური სამზარეულოც მდიდარია ნაირგვარი საწებლით, ნიგვზითა და წიწაკით შეზავებული კერძებით. აფხაზეთში ყოველდღიური საჭმელია აბისტა - სიმინდის ფქვილის ფაფა, რომელსაც ლობიოსთან, ყველთან და ხორცთან ერთად მიირთმევენ. აფხაზური ტრადიციული კერძებია: აშვჩაპანი(გადაზელილი ყველი), არიცვმგელი(ნიგვზიანი მჭადი), აყრდცა(ლობიოს შეჭამანდი) და სხვა.                                                                                                                                       

კახეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კახეთი განთქმულია ვენახებითა და შესანიშნავი ღვინით, კახური სამზარეულოს ტრადიციული კერძებია: მწვადიხაშლამაჩაქაფულიჩიხირთმა და სხვ. კახური მწვადი ვაზის ლერწზე იწვება, რაც მწვადს განუმეორებელ გემოს ანიჭებს. ყურძნის წვენის - ბადაგისაგან ამზადებენ ტრადიციულ ტკბილეულს: ჩურჩხელასა და თათარას (ფელამუში). კახეთში ცხვება მოგრძო ფორმის შოთის პური.

სამცხე-ჯავახეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამცხე-ჯავახურ დელიკატესად ითვლება აპოხტი - დამარილებული და გამომშრალი ხორცი. ტრადიციული კერძია თათარბერაკი - წვრილად დაჭრილი ცომის მოხახრშული ნაჭრები, რომელსაც ერბოში მოშუშულ ხახვთან ერთად მიირთმევენ. თუთის ნაყოფისგან ამზადებენ თაფლს სახელად - ბაქმაზი. მესხური სამზარეულოს სიამაყეა ტენილი ყველი. განვითარებულია აგრეთვე მეფუტკრეობა.
აქ არის ხორბლის დიდი ასორტიმენტი და მრავალფეროვანი ცომეული საკვები: კაკალა, სომინი, ჩაწეკილი პური, ბაზლავა ხმიადი და სხვა.
სამცხე–ჯავახეთის რამდენიმე სოფელში ცხოვრობენ წარმოშობით ფრანგი კათოლიკეები. ისინი მიირთმევენ ლოკოკინებსაც, რომელსაც დეკემბრის თვიდან აგროვებენ. აქვე ამზადებენ გოზინაყს და თაფლის ნაცვლად მასში თუთის თაფლს - ბაქმაზს იყენებენ.

ქართლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართლში, განვითარებულია მეხილეობა, დიდი წილი მოდის ვაშლსა და ატამზე. განვითარებულია მევენახეობა. თუმცა ქართლის სამზარეულო მაინც განთქმულია წვნიანებით. აქაურ ტრადიციულ შეჭამადებს მიეკუთვნება შინდის, დოსა და ღოლოს შეჭამანდი, პურის ხარჩო. აქ ისევე როგორც კახეთში გამოიყენება ნაირგვარი მწვანილი და ბოსტნეული. განსაკუთრებით პოპულარულია: ლობიო, კარტოფილი, ხახვი, კომბოსტო, კიტრი, პამიდორი, ბოლოკი, ნიორი, წიწმატი, ქინძი, ოხრახუში და ნიახური. ქართლი განთქმულია აგრეთვე შესანიშნავი მწნილეულობით, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჯონჯოლის მწნილი.

მთიულეთითუშეთიფშავიხევსურეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს აღმოსავლეთ მთიანეთში კერძოდ თუშეთში პოპულარული და ტრადიციული კერძებია: ხინკალიგორდილა(წყალში მოხარშული ცომი), ყაღი(გამოყვანილი დამარილებული ხორცი), ყაურმაკოტორი(ხაჭოს გულსართიანი ხაჭაპური). თუშური სამზარეულოს სიამაყეა გუდის ყველი. ფშავ-ხევსურეთში ხინკალი თუმცა შეიძლება დამზადდეს როგორც ხორცით, აგრეთვე ხაჭოთი და კარტოფილითაც. მთიანეთის კიდევ ერთი ტრადიციული კერძია ხაჭოერბო, რომელსაც ძოგანში გამომშრალი, დავარგებული ხაჭოს გუნდებისგან აკეთებენ. კიდევ ერთი კერძი - ხავიწი მზადდება ყველის თხელი ნაჭრების ტაფაში შეწვით. განთქმულია აქაური ლუდი და არაყი - ჟიპიტაური.

იმერეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმერული სამზარეულოს მშვენებაა ჭყინტი ყველი და ხაჭაპური. მჭადს და ხაჭაპურს აქ როგორც წესი კეცზე აცხობენ. იკვებებიან მხალეულითა და ფრინველის ხორცით. მხალეულს იმერეთში ნიგვზითა და ძმრით კაზმავენ, შემწვარ ხორცეულს კი ნიორწყალში ან საწებელში აწყობენ. აქაურების სიამაყეა ცოველების შიგნეულობისაგან დამზადებული კერძი - კუჭმაჭი. იმერეთში ტრადიციულად ამზადებენ სოკოს კერძებს, გამორჩეულია ქამა და ნიყვის სოკოსაგან დამზადებული საკვები და მანჭკვალას კონსერვი, რომელიც დამარილებული ინახება რამდენიმე ზამთარს. აქაურების უსაყვარლესი საჭმელია ამოზელილი ლობიო, რომელსაც ხშირად ნიგვზით ან კვაწარახით ამზადებენ.

სვანეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სვანურ სამზარეულოში მეგრულის მსგავსად ტრადიციულია სულგუნი. ტრადიციულია აგრეთვე ჭვიშტარი, რომელიც სიმინდის ფქვილისა და სულგუნის ნაზავისაგან მომზადებული კვერია და კუბდარი - პურის ცომში ჩაშუშული, წვრილად დაკეპილი ხორცი. აქ მზადდება თაშმიჯაბი რომელიც ყველით გადაზელილი კარტოფილის პიურეა. ცალკე აღნიშვნის ღირსია სვანეთის სიამაყე სვანური მარილი - სუფრის მარილით, წიწაკითა და სხვადასხვა სურნელოვანი მცენარით შეზავებული სანელებელი, რომელიც კერძებს განუმეორებელ გემოს მატებს.

რაჭალეჩხუმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაჭული სამზარეულოს ცნობილი კერძებია - შქმერული, ლობიოს შეჭამანდი და ლობიანი, რომელიც ლორით შეზავებული ლობიოს გულსართით მზადდება. რაჭველები ლობიანებს პურის მსგავსად თონეში აცხობენ. რაჭველები განსაკუთრებულად ამზადებენ ღორის ლორს, რომლის მომზადებასაც კვირები სჭირდება.

სამეგრელო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეგრული სამზარეულოს მშვენებაა - სულგუნი, რომელიც სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად გამოიყენება. სამეგრელო გამორჩეულია ისეთი უმშვენიერესი კერძებით, როგორიცაა: ღომი(სიმინდის ღერღილის სქელი ფაფა), ელარჯი(ღომში ჩაზელილი სულგუნი), გებჟალია(პიტნით შეზავებული ყველის რულეტი), ასევე კვალამკვარი (მოხარშული ხაჭაპური), ჯურჯანი(შეზავებული შიგნეული). მეგრელები ცნობილი არიან (დასავლეთ საქართველოს სხვა კუთხეების მსგავსად) ცხარე კერძების მომზადებით, გამორჩეულია მეგრული აჯიკა და საწებელი(ტყემალი). ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხაჭაპურის ტიპია აჭარულდა იმერულ ხაჭაპურთან ერთად მეგრულიც, რომელიც ქართულ რესტორნებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

გურია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გურულ სამზარეულოში იმერულის მსგავსად, აქტუალურია ფრინველის ხორცის კერძები და სხვადასხვა მცენარეულობისაგან მომზადებული მხალეულობა, აგრეთვე სიმინდის ფქვილი და ტრადიციული მჭადი. მჭადისა და თევზის შესაწვავად გურულები კეცის ძირში ვაზის ან კაკლის ფოთლებს აფენენ, რაც კერძებს განსაკუთრებულ არომატს აძლევს. კერძების შესაზავებლად ფართოდ გამოიყენება ნოგოზი და მეტწილად თხილი. საყოველთაოდაა ცნობილი გურული ღვეზელი - ნახევარმთვარის ფორმის ხაჭაპური, რომელშიც წინასწარ მოხარშული და შუაზე გაჭრილი კვერცხი დევს. გურულები ამზადებენ აგრეთვე ჯანჯუხას - თხილისგულსართიან ჩურჩხელას.